რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება 

08 თებერვალი 2022, 20:09 1025 ნახვა

საქართველოში "ომიკრონით" ინფიცირებული პაციენტის კვლავ "ომიკრონით" რეინფიცირების ფაქტი ლაბორატორიულად ჯერ არ დაფიქსირებულა.

ეპიდემიოლოგების თქმით, ყველაზე მნიშვნელოვან დაცვას ე.წ "ბუსტერ" დოზა უზრუნველყოფს, რადგან "ომიკრონის" ერთ-ერთი თვისებაა, რომ გვერდს უვლის ვაქცინას და სხვა შტამების გადატანის შედეგად ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული პაციენტების უმრავლესობა სახლის პირობებში მკურნალობს, შესაბამისად, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ იზრდება, თუმცა მნიშვნელოვანია სიფრთხილე და ეფექტური მართვა.

სპეციალისტთა განმარტებით, ის, რომ "ომიკრონი" სრულიად შედეგების გარეშე შეიძლება დასრულდეს, ეს არ არის სწორი მოლოდინი. მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით კი შესაძლოა იზოლაციის ვადა შემცირდეს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში