ცვლილება პარტიებისთვის რიგითი ნომრის მიღების წესში

09 თებერვალი 2022, 11:56 720 ნახვა

ცესკომ პარტიებისთვის რიგითი ნომრის მიღების წესი გაამარტივა. თუ გასულ არჩევნებში პოლიტიკური სუბიექტი განსხვავებული ნომრებით იყო წარმოდგენილი, არსებული ცვლილებით, მათ შესაძლებლობა ექნებათ ერთი რიგითი ნომერი აირჩიონ. სასურველი ნომრის მისაღებად პარტიამ 10 თებერვლის ჩათვლით წერილით უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

სიახლე ცესკომ გუშინ გამართულ სხდომაზე დაამტკიცა.

საარჩევნო ადმინისტრაციაში გადაწყვეტილების მიზნად პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო პროცესებში ჩართულობის გამარტივებისთვის ხელშეწყობას ასახელებენ.  

2 აპრილს ამომრჩეველი ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარს, რუსთავში კი პარლამენტის დეპუტატს აირჩევს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში