ენმ-მ ევროპის მოედნის ნაწილი 1 ლარად გაყიდა - მგალობლიშვილი

09 თებერვალი 2022, 11:59 1522 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ევროპის მოედანზე 900 კვ მეტრი ფართობის უვადოდ გასხვისებაზე საუბრობს ლადო მგალობლიშვილი.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი აცხადებს, რომ ტერიტორია სიმბოლურ ფასად ერთ ლარად 2010 წელს ლევან ვარშალომიძის ხელმოწერით გასხვისდა, მისივე განმარტებით, ეს გადაწყვეტილება და ამ ფონზე ოპოზიციის კრიტიკა მმართველი გუნდის მისამართით მიუღებელია.

ნაციონალური მოძრაობის საპასუხო კომენტარს შემდეგ გამოშვებაში შემოგთავაზებთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში