სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია იქნება  

09 თებერვალი 2022, 14:11 1675 ნახვა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ლევან დავითაშვილი მისმა მოადგილე ოთარ შამუგიამ შეცვალა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო გუნდში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. 

'' მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ოთარ შამუგიას, რომელიც აქამდე იყო ლევანის მოადგილე. ის არის დევნილი სოხუმიდან. მან 16 წელი იმუშავა ამ სამინისტროში, მან დეტალურად იცის თუ რა სჭირდება სოფლის მეურეოებას, ამ დარგს და მჯერა, რომ იქნება წარმატებული მინისტრი'' - განაცხადა პრემიერმა. 

ლევან დავითაშვილს 2016 წლის 9 სექტემბრიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2017 წლის 15 დეკემბრიდან დღემდე იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში