მთავრობის კაბინეტში ახალი მინისტრებია

09 თებერვალი 2022, 20:30 898 ნახვა

ცვლილებები მთავრობაში. ეკონომიკის ახლად დანიშნული მინისტრსა და ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს ეკონომიკის განვითარებისთვის დიდი გეგმები და ამოცანები აქვს, რომლებიც მოსახლეობას შემოსავალს გაუზრდის და კეთილდღეობას გააუმჯობესებს. უწყების ახალი ხელმძღვანელი ყოფილმა თანამშრომლებს თავად წარუდგინა.

დღეიდან ქვეყნის პირველი ეკონომისტი, მანამდე წლები სოფლის მეურნეობას ხელმძღვანელობდა, სადაც ოთარ შამუგია დაინიშნა. ეკონომიკის უკვე ყოფილმა მინისტრმა კი დასძინა, რომ სფეროს გამოცვლას აპირებს, თუმცა სად მიდის ნათია თურნავას არ დაუკონკრეტებია, აღნიშნა, რომ რამდენიმე მიმართულებას განიხილავს.  მთავრობის მეთაურმა მინისტრის პოსტიდან წასულს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ  ნათია თურნავა გუნდის წევრად რჩება.

მისი პირველი მოადგილე ოთარ დანელია კი პრემიერმა ბიზნესომბუდსმენად წარადგინა. ცვლილებები - ცვლილებებისთვის - ასეთია ოპოზიციის შეფასება მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობაზე. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ამით არაფერი შეიცვლება, მმართველი პოლიტიკური პარტიის წევრების განცხადებით კი ცვლილებების მიზანი მთავრობის მეტად ეფექტური მუშაობაა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში