ბრიფინგი „ქართულ ოცნებაში“

10 თებერვალი 2022, 12:09 968 ნახვა

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ''ნაციონალური მოძრაობისა'' და გახარიას პარტიის წევრები მსოფლიო პრაქტიკასა და კანონმდებლობას არ აღიარებენ, მათი ქმედებების ლოგიკით, სენაკში 16 უდრის 33-ის ნახევარზე მეტს.

მისი განმარტებით, სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

''ფაქტია, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში წარმოუდგენლად კომიკური შემთხვევა მოხდა, რომელიც უპრეცედენტოა ცივილიზებული სამყაროს, როგორც პოლიტიკის, ისე სამართლის ისტორიაში.

საუბარი მაქვს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ მომხდარ ამბავზე, რომელიც იმდენად დაუჯერებელია, ვინმემ შეიძლება, იფიქროს, რომ ეს არის ხუმრობაა.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომლის შემადგენლობაში არის 33 დეპუტატი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან შეზრდილმა გახარიას პარტიამ მიიჩნიეს, რომ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილებები, მაგალითად საკრებულოს სხდომის გახსნა – არა ხმათა უმრავლესობით, ანუ 17 დეპუტატით, არამედ საკრებულოს 16 დეპუტატის მონაწილეობითაც შეიძლება. ანუ მათი დათვლითა და არითმეტიკით, 16 33-ის ნახევარზე მეტია.

კოალიციაში მყოფმა ამ ორმა პარტიამ კვორუმის გარეშე დაიწყეს არარსებული სხდომა და მიიღეს ე.წ. „გადაწყვეტილებები“'' - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში