საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომა

11 თებერვალი 2022, 10:55 1052 ნახვა

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის რიგით მე-10 სხდომას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. მან ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ვითარებაზე - მათ შორის, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე, თავისუფალ გადაადგილებაზე მკაცრ შეზღუდვებზე, საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავებასა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე.

აქცენტი გაკეთდა საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესზეც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში