ხმაური ქობულეთის მერიასთან

11 თებერვალი 2022, 15:01 1453 ნახვა

ქობულეთის მერიაში დღესაც სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები და ჟურნალისტები შენობაში არ შეუშვეს.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები მერიაში ბრიფინგის გამართვას, შემდეგ კი მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას გეგმავდნენ. მათ შეკითხვები ჰქონდათ ლევან ზოიძესთან კომპანია ,,კრისტალ ბილდინგის" მიერ ქობულეთში  სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით.

ოპოზიციის თქმით, მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობს და მას ხელისუფლების მაღალჩინოსნები მფარველობენ. რამდენიმესაათიანი მცდელობის მიუხედავად ჟურნალისტები შენობაში არ შეუშვეს, საბოლოოდ ოპოზიციამ განცხადება შენობის გარეთ გააკეთა. მათ ქობულეთის მერმა უპასუხა, ლევან ზოიძე ნაციონალურ მოძრაობას პროვოკაციაში ადანაშაულებს.

რაც შეეხება პოლიციელების გაძლიერებულ კორდონს, რომელიც დილიდან იცავდა ქობულეთის მერიის შენობას, ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ჟურნალისტები შენობაში პანდემიით გათვალისწინებული რეგულაციების გამო არ შეუშვეს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში