პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფროსის კანდიდატების მოსმენა

11 თებერვალი 2022, 18:25 1089 ნახვა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ლელა ჯანაშვილს დაუჭირა მხარი.  მასთან ერთად თანამდებობაზე თამარ ალფაიძეც იყო წარდგენილი. კომიტეტში გამართული კენჭისყრის პროცედურის შედეგად ლელა ჯანაშვილს 7-მა, ხოლო თამარ ალფაიძეს 2 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურებთან დაკავშირებით მსჯელობა პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება და კენჭისყრით გადაწყდება, რომელი მათგანი დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას. ოპოზიცია პროცესს უნდობლობას უცხადებს, მართალია ხელისუფლების ოპონენტები სხდომას ესწრებოდნენ და კანდიდატებს კითხვებს უსვამდნენ, თუმცა მათი შეფასება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის რეფორმაზე უცვლელი რჩება.

განსხვავებულია "ქართული ოცნების" პოზიცია, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კანდიდატები მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში