ნუგზარ ფუტკარაძის შვილი შუალედურ არჩევნებზე ენმ-ის კანდიდატია

12 თებერვალი 2022, 20:10 1157 ნახვა

2 აპრილს გასამართი შუალედური არჩევნების ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის "ნაციონალური მოძრაობიდან", გარდაცვლილი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის შვილი, მათე ფუტკარაძე იბრძოლებს.

კანდიდატი ცოტა ხნის წინ, ოფიციალურად წარუდგინეს ამომრჩეველს, მათე ფუტკარაძის თქმით, მას არ სურდა პოლიტიკაში ყოფნა, მაგრამ მომხდარიდან გამომდინარე გადაწყვიტა მამის გზა გაეგრძელებინა.

წარდგენის დროს მოხდა ინციდენტი ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრების თქმით, მათ ფოტოებს უღებდა ბათუმის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც სამოქალაქო ტანსაცმელში იყო და ეს ადამიანი მანამდეც სხვა აქციებზეც შეუმჩნევიათ. 

პიროვნება, რომელზეც საუბრობენ "ნაციონალურ მოძრაობაში" ადასტურებს, რომ პოლიციელია, მაგრამ  ირწმუნება, რომ ამ ადგილზე პირადი საქმისთვის იყო მისული.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში