სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატების მოსმენა

14 თებერვალი 2022, 12:02 950 ნახვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ემზარ გაგნიძესა და კარლო კაციტაძეს უსმენს.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ არც ერთი მათგანის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ ეპარებათ და ორივე მათგანის ყურადღებით მოსმენას აპირებენ. ოპოზიცია კი პროცესს არ ენდობა, თუმცა პროცესში მონაწილეობს.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ პრემიერის მიერ წარდგენილი კანდიდატები ვერ იქნებიან ობიექტურები.

კომიტეტზე მოსმენის შემდეგ, კანდიდატურებს კენჭი ეყრებათ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში