ბათუმის მერი: მსგავსი განცხადებები მიუღებელია

14 თებერვალი 2022, 15:00 4526 ნახვა

ბათუმის მერი ბათუმის სპორტული ცენტრის უკვე ყოფილი დირექტორის ფეისბუქ პოსტს გამოეხმაურა. 

არჩილ ჩიქოვანის თქმით, გუშინდელი პოსტი არ გამოხატავდა მერიის პოზიციას და რის გამოც, თემურ ხასია დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა.

გუშინ საქართველოში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ თემურ ხასიამ სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა, „ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოხსნილი გვაქვს“, რასაც მოქალაქეების მწვავე რეაქცია მოჰყვა. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში