79-ე ოლქში კომისიის წევრებს ირჩევენ

14 თებერვალი 2022, 17:30 1875 ნახვა

საოლქო კომისიამ 111 ვაკანსიაზე საუბნო კომისიის წევრები შეარჩიეს. მხოლოდ 90-ე უბანზე კომისიის ერთ წევრზე გამოცხადდა ხელახალი კონკურსი. მსურველებს განცხადების შესატანად 2 დღე აქვთ. უმრავლესობამ საჭირო 12 ხმა პირველივე ჯერზე მიიღო. კონკურსანტებს, რომლებმაც მხოლოდ 11 ხმა მიიღეს ხელახლა შერჩევა გაიარეს. პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა ლელოს საქართველოს, სტრატეგია აღმაშენებლის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრებმა. საუბნო კომისიის წევრთა შერჩევის პროცესს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც აკვირდებოდა. როგორც მადონა ბერიძე ამბობს: პროცესი ნაკლებად გამჭირვალე იყო. შეგახსენებთ, საუბნო კომისიაში კონკურსით 8 წევრი 1 თვის ვადით ირჩევა. დანარჩენ 9 წევრს კი პარტიები თავად ნიშნავენ. შუალედური არჩევნები 2 აპრილს არის ჩანიშნული, ბათუმის იმ ოლქში, სადაც გამარჯვებული ნაციონალური მოძრაობიდან ნუგზარ ფუტკარაძე იყო, რომელიც არჩევიდან მალევე გარდაიცვალა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში