საგამოძიებო სამსახურის უფროსს ხვალ აირჩევენ

14 თებერვალი 2022, 19:58 908 ნახვა

ასევე ხვალ უნდა გადაწყვიტოს პარლამენტმა ვინ გახდება  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი. ემზარ გაგნიძესა და კარლო კაციტაძეს, რომელთაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსობა სურთ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია. პროცესს ისევ ეწინააღმდეგება ოპოზიცია და ამ პოზიციას საბოლოო კენჭისყრის დროს დააფიქსირებს. ოპონენტების არგუმენტები კი გაუგებარია „ქართული ოცნებისთვის“. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აიჩევს, პლენარულ სხდომაზე  ორივე კანდიდატს უყრიან კენჭს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ერთად, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების შედეგად შეიქმნა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში