მმართველი გუნდი ჯაფარიძის, ხოშტარიას და ნათელაშვილისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას მხარს დაუჭერს

14 თებერვალი 2022, 20:24 1105 ნახვა

"ქართული ოცნება" ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას და შალვა ნათელაშვილისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას მხარს უჭერს, - ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხზე კენჭისყრა ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართება.

"სამი დეპუტატის - ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საფუძვლად საპარლამენტო უმრავლესობა სასამართლოს გადაწყვეტილებას ასახელებს, ხოლო ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის შემთხვევაში პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენები სახელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში