ევროკავშირი - საქართველო

20 დეკემბერი 2016, 00:00 2030 ნახვა

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის დელეგაციას უმასპინძლა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას კომიტეტის დელეგაციამ მხარდაჭერა გამოთქვა საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციის საკითხთან დაკავშირებით. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.

ამავე კატეგორიაში