პარლამენტი სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს

15 თებერვალი 2022, 12:07 881 ნახვა

შეუწყდება თუ არა დეპუტატის სტატუსი ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს? – ეს დღეს გახდება ცნობილი.

უმრავლესობის წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს.

ოპოზიციური სპექტრი სადეპუტატო მანდატების გაუქმებას პოლიტიკურ დევნასა და სადამსჯელო ღონისძიებას უწოდებს. ისინი საკითხის მხარდაჭერას არ აპირებენ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა.

იმისთვის, რომ პარლამენტის დეპუტატთა რიცხვი არ შემცირდეს, ითხოვენ ოპოზიციური პარტიების მიერ ანულირებული პროპორციული სიები აღდგეს.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში