ენმ ოპოზიციური პარტიების მიერ განულებული პროპორციული სიების აღდგენას ითხოვს

15 თებერვალი 2022, 18:01 984 ნახვა

„თავის დროზე ვარწმუნებდით, რომ სიები არ გაეუქმებინათ - მათი შეცდომის გამოსწორებას კანონების შეცვლის გზით არ ვაპირებთ“, - ასე გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძე "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას სიების აღდგენის თაობაზე. მისივე თქმით, მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით უმრავლესობის გადაწყვეტილება არ შეიცვლება და გაუქმებას მხარს დაუჭერენ.  ნაციონალური მოძრაობა ინიციატივით გამოდის, ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატები პროპორციული სიით შეივსოს, იმისთვის რომ პარლამენტის დეპუტატთა რიცხვი არ შემცირდეს. ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ აპირებს მანდატი ჩამოართვას დეპუტატებს, რომლებიც ქვეყანაში რეალურ ოპოზიციას წარმოადგენენ. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს დაასუსტოს ოპოზიცია არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ ყველგან, რადგან ოპოზიციის გამარჯვების ეშინია.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში