ვაქცინაციის დაბალი ტემპი

16 თებერვალი 2022, 11:00 848 ნახვა

ქვეყანაში არსებული რთული ეპიდვითარების მიუხედავად, ამცრელ პუნქტებს კიდევ უფრო ნაკლები ადამიანი მიმართავს, გუშინ ქვეყანაში  მხოლოდ 3 560 აცრა ჩატარდა.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ გუშინ და დღეს დილით ჯამში 100 ადამიანი აიცრა. ძირითადად, მოქალაქეები კლინიკაში ბუსტერ დოზის გასაკეთებლად მიდიან.

საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის განცხადებით, ომიკრონთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეს შტამი მარტივად მიმდინარეობს არ შეესაბამება სიმართლეს.

ასევე გია კიკაბიძის განცხადებით,  სტაციონარში გაზრდილია პაციენტთა რაოდენობა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში