გიორგი ქართველიშვილი პარლამენტის წინააღმდეგ

20 დეკემბერი 2016, 00:00 2711 ნახვა

ადვოკატი მერაბ ქართველიშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის შინაარსს ასაჩივრებს.ის  ამბობს, რომ 378-ე მუხლის მეოთხე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად საპატიმრო დაწესებულებაში დაუმორჩილებლობის გამო პატიმარს 3 წლამდე ეზრდება თავისუფლების აღკვეთის ვადა, რაც მისი თქმით, არალოიალურია და სასჯელი დანაშაულის სიმძიმეს აღემატება. ადვოკატმა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეიტანა.განმწესრიგებელ სხდომაზე პირველი კოლეგიის მოსამართლეებმა საკითხი დღეს განიხილეს თუმცა მიიღებენ თუ არა წარმოებაში ეს ჯერჯერობით უცნობია. 

ამავე კატეგორიაში