რატომ ვერ იქნება პარლამენტში საგამოძიებო კომისია? 

16 თებერვალი 2022, 15:00 975 ნახვა

ბადრი ჯაფარიძის საკითხის გარდა ოპოზიცია ვერ თანხმდება ვერც მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე.

კომისიის შექმნას პარლამენტში 50 დეპუტატის ხმა სჭირდება, ამ რაოდენობას კი ოპოზიცია ვერ აგროვებს.

ცნობისთვის, საკითხს, რომელზეც "ნაციონალურ მოძრაობას" საგამოძიებო კომისიის შექმნა სურს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს.

სამსახური 1 მარტიდან უქმდება და მის ნაცვლად ორი ახალი უწყება იქმნება.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში