ნატოს თავდაცვის მინისტრები დღეს ქართველ და უკრაინელ კოლეგებს შეხვდებიან

17 თებერვალი 2022, 11:31 690 ნახვა

ნატოს თავდაცვის მინისტრები საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებს შეხვდებიან. მანამდე კი ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.

მინისტრმა ნატოს უმაღლეს სამხედრო წარმომადგენელთან აღნიშნა, რომ რეგიონში რუსეთის მხრიდან მზარდი სამხედრო აგრესიის ფონზე, ნატოს მტკიცე პოზიციასა და ღია კარის პრინციპის დაცვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ნატოსთან თანამშრომლობით საქართველო განაგრძობს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატოსა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის მარტში დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლებას, რომელსაც საქართველო უკვე მესამედ უმასპინძლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში