ნატო-ს გენერალური მდივნის და თავდაცვის მინისტრის შეხვედრა

17 თებერვალი 2022, 18:03 1177 ნახვა

უკრაინისა და საქართველსო შესახებ გადაწყვეტილების მიღება უკრაინისა და საქართველოს გარეშე ვერ მოხდება - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში იენს სტონტელბერგს შეხვდა. შეხვედრა ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა, სადაც თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს. იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მხარეებმა უსაფრთხოების საერთო გამოწვევებსა და რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე იმსჯელეს. მინისტრმა მზარდი გამოწვევების ფონზე, რეგიონში ნატოს გაძლიერებული ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს ერთობლივ საერთაშორისო სამხედრო სწავლებაზე, რომელიც გაზაფხულზე საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში