ხმაური და დაპირისპირება კასპის საკრებულოში

18 თებერვალი 2022, 17:47 737 ნახვა

ხმაური და შეხლა-შემოხლა იყო კასპის საკრებულოში, სადაც ავტომობილების შეძენის მიზნით ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხს განიხილავდნენ. სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები მივიდნენ, რომლებმაც ეს ფაქტი გააპროტესტეს. გარდა ამისა, მათ საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბეგლარიშვილი დიპლომის გაყალბებაშიც დაადანაშაულეს. სხდომათა დარბაზში დაწყებული ხმაურის გამო ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. პოლიციელებმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, რა დროსაც ჟურნალისტებმა მსუბუქი დაზიანება მიიღეს. საკრებულოს კარს ბოქლომი დაადო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ ნონიაშვილმა. მისი თქმით, მოძალადე პოლიციელებთან ერთად შენობაში ჩაკეტა საკრებულოს "ოცნების" წევრებიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში