ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე

18 თებერვალი 2022, 17:52 1087 ნახვა

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის დღევანდელი სასამართლო პროცესი დასრულდა. სასამართლო სხდომაზე წარადგინეს წერილობითი მტკიცებულებები, გამოიკითხნენ მოწმეები, ასევე ჩვენება მისცეს კომპანია მაგთის თანამშრომლებმაც. როგორც ცნობილია, ამოღებულია ბრალდებულების სატელეფონო ჩანაწერები, რომელთა მიხედვითაც გამოძიებისთვის ცნობილი ხდება, თუ სად გადაადგილდებოდნენ ბრალდებულები მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე და მკვლელობის შემდეგ, მიმალვის პერიოდში. შესაძლოა, საქმეზე დამნაშავე პირთა წრე გაფართოვდეს.სწორედ კომპანია "მაგთიკომის" თანამშრომლის დაკითხვისას გამოიკვეთა, რომ გამოძიება დაინტერესებულია კიდევ ერთი პირით, რომლის სახელი და გვარი დღეს პირველად დასახელდა - ეს არის ბრალდებულ აკო ჭელიძის მეგობარი ნიკოლოზ ფეიქრიშვილი.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში