რისთვის დაიხაჯა წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 200 000 ლარი?-ბრალდებები და მერის პასუხი

18 თებერვალი 2022, 18:30 1147 ნახვა

რისთვის დაიხარჯა ზენდიდის წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ორასი ათასი ლარი ქედის ბიუჯეტიდან? ამ კითხვის დასასმელად საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრები მერიაში მივიდნენ. მერიის შენობასა და ეზოში მობილიზებული დაცვის პოლიციის თანამშრობლებთან საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ მერი  და მისი მოადგილზე აგილზე არ იმყოფებოდნენ. ამიტომ დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ფოტოები და სხვა დოკუმენტები ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მერს მისაღებში დაუტოვეს. საკრებულოს ოპოზიცია ირწმუნება, რომ სწორედ ანზორ ბოლქვაძესთან კავშირში მყოფი კომპანია აშენებდა წყლის სიტემას, რომელსაც 2 სოფელი წყლით უნდა მოემარაგებინა, თუმცა წყალი ამ დრომდე მოსახლეობას ხარვეზებით მიეწოდება.  როლანდ ბერიძე სამთავრობო ღონისძიებაზე ბათუმში იმყოფებოდა. მერმა ოპოზიციის ბრალდებებს  უსაფუძლო უწოდა და თქვა, რომ პროექტის მიღება- ჩაბარების აქტს ხელი ნამდვილად მოაწერა და წყალი სოფელს უწყვეტად მიეწოდება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში