ხმაური ბათუმში - დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ 6 წევრი

19 თებერვალი 2022, 16:01 9456 ნახვა

ბათუმში, სასტუმუმრო „ჰილტონთან“ გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ექვსი წევრი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ისინი პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი. დაკავებულ ელგუჯა ბაგრატიონს კი სამედიცინო დაწესებულებაში კვლევები უტარდება.

როგორია დეპუტატის მდგომარეობა - კლინიკაში ამბობენ, რომ კვლევები ჯერ არ დასრულებულა.  თანაგუნდელების მტკიცებით, აჭარის უმაღლეს საბჭოს დეპუტატს  დაკავების პროცესში  პოლიციელებმა მძიმე ტრავმები მიაყენეს.

დაპირისპირება სასტუმრო „ჰილტონთან“ მოხდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. ოპოზიციის წევრები სასტუმროს შენობაში დაცვის თანამშრომლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც შევიდნენ.

როგორც ენმ-ს წევრები ამბობენ, მათ ირაკლი კობახიძესთან ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე კონკრეტული კითხვები ჰქონდათ. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პროტესტის გამოხატვა ყველას შეუძლია, თუმცა ოპოზიცია თემით სპეკულირებს.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში