საქართველოს კონსტიტუცია 101 წლისაა

21 თებერვალი 2022, 11:02 1270 ნახვა

“საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო!” -  ზუსტად 101 წლის წინ დამოუკიდებელმა საქართველოს რესპუბლიკამ პირველი კონსტიტუცია მიიღო. 

149 მუხლისგან  შემდგარი დოკუმენტში ასახული იყო ადამიანის თითქმის ყველა ფუნდამენტური უფლება, რომლებიც დღეს დემოკრატიის მონაპოვრად ითვლება.

კონსტიტუციის მიღებიდან  ზუსტად 4 დღის შემდეგ წითელმა არმიამ  საქართველოს ოკუპაცია მოახერხა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორიისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებაში.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში