„გირჩის“ ინიციატივა

21 თებერვალი 2022, 14:54 1270 ნახვა

გირჩი“ საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებში პარტიების მიერ წარსადგენ საარჩევნო სიებზე დაწესებული მინიმალური ზღვარის გაუქმებას ითხოვს.

ამ მიზნით, პოლიტიკურმა ჯგუფმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მოამზადა, რომლებიც დღევანდელ ბიუროს სხდომას წარედგინება.მოქმედი კანონით, საპარლამენტო არჩევნებისას წარდგენილ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 100-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. თვითმმართველობის არჩევნების შემთხვევაში კი, პარტიულ სიაში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს პროპორციული სისტემით ასარჩევ წევრთა რაოდენობაზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ამ რაოდენობის სამმაგ ოდენობას.

„გირჩი“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომ პროპორციულ საარჩევნო სიებში წარსადგენ, არჩევნებში მონაწილე დეპუტატობის კანდიდატთა მინიმალური რაოდენობა გაუქმდეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში