ჩვენი პარტნიორებისგან მხარდაჭერის მკაფიო და ეფექტურ ნაბიჯებს ველოდებით - ვლადიმერ ზელენკსი

22 თებერვალი 2022, 05:13 1024 ნახვა

ჩვენი პარტნიორებისგან მხარდაჭერის მკაფიო და ეფექტურ ნაბიჯებს ველოდებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა დავინახოთ, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და პარტნიორი და ვინ გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის სიტყვებით დაშინებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა ნორმანდიული ოთხეულის საგანგებო სამიტის გამართვას ითხოვს.

ვლადიმერ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა სიტუაციის პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარების ერთგული რჩება და პროვოკაციებს არ ჰყვება.

"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიური დარეგულირების პოლიტიკისა და არ ვყვებით პროვოკაციებს. ჩვენი საზღვრები საიმედოდ დაცულია, ჩვენი პარტნიორები მხარს გვიჭერენ. გაერო-ს წესდების 51-ე მუხლით, უკრაინას აქვს ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლება. კარგად ვასხვავებთ პროვოკაციებსა და აგრესორის ჯარების შემოტევას. ჩვენს უკან სიმართლეა და სიმართლეს ჩვენ არ დაგიმალავთ თქვენ. როგორც კი დავინახავთ, სიტუაციის ცვლილებას, როგორც კი დავინახავთ რისკების ზრდას, თქვენ ამის შესახებ გაიგებთ.

ახლა არ არის ქაოტური ქმედებების არანაირი მიზეზი, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ასე იყოს მომავალშიც. ჩვენ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზის ერთგულები ვართ და ვივლით მხოლოდ ამ გზით.

ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ, არავისი და არაფრის გვეშინია, ჩვენ არავისი არაფერი გვმართებს და არაფერს არავის მივცემთ, ამაში დარწმუნებულები ვართ. რადგან ახლა არა 2014 წლის თებერვალი, არამედ 2022 წლის თებერვალია“,- განაცხადა ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში