8-დან 14 წლამდე მოზარდებს ტყვიაზე კვლევას ჩაუტარებენ

22 თებერვალი 2022, 14:50 1210 ნახვა

სისხლში ტყვიის შემცველობას მოზარდებში გამოიკვლევენ. პროგრამას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს. 

ორსულებისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალების შემდეგ კვლევები 8-დან 14  წლამდე ბავშვებს ჩაუტარდებათ.

ოჯახის ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე ტყვიაზე ანალიზის პროგრამაში 3 800 მოზარდი და ასევე 4 500 ორსული ჩაერთვება. პროგრამა ითვალისწინებს განმეორებით კვლევებსაც.

მედიკოსების განცხადებით, ორივე რისკ-ჯგუფში ტყვიით ინტოქსიკაციის მაჩვენებელი მაღალია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს  წყაროების დადგენა, მათ შორის გარემო პირობების კვლევა და ჩამდინარე წყლების ანალიზი. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში