ევროკავშირის საგანგებო საგარეო საქმეთა საბჭო ერთხმად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას დასთანხმდა

22 თებერვალი 2022, 22:09 904 ნახვა

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მიიღო. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

ევროკავშირის საგანგებო საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ დაწესებული სანქციების პირველი პაკეტია და მას ესკალაციის შემთხვევაში დამატებითი ნაბიჯები მოჰყვება.

სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთის დუმის 351 დეპუტატი, რომლებმაც ოკუპირებული დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობას მისცეს ხმა, ევროკავშირის შავ სიაში შეიყვანეს. შავ სიაში ასევე მოხდა 27 ფიზიკური და იურიდიული პირი, მათ შორის ბანკები და ორგანიზაციები, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ოპერაციებს აფინანსებენ.

როგორც ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი განაგრძობს დიპლომატიური ძალისხმევას რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაბრუნებლად.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ 21 თებერვალს აღიარა. 

დღეს კი დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა, გერმანიამ კი გაზსადენი Nord Stream 2-ის სერტიფიცირება შეაჩერა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში