რუსული ოკუპაციის 101 წლისთავი - გამოფენა-პერფორმანსი

23 თებერვალი 2022, 11:44 1331 ნახვა

საბჭოთა რუსული ოკუპაციის 101 წლისთავთან და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობის წინ აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

საკანონმდებლო ორგანოს წინ წარმოდგენილი იყო ფოტო-მასალა, რომელიც ორგანიზატორების განცხადებით, შინაარსობრივად ასახავს იმ ზიანს, რაც რუსეთმა ისტორიულად საქართველოს მოუტანა.

ორგანიზატორების განმარტებით, ოკუპაციის 101-ე  წლისთავზეც რუსეთი ანალოგიურ  მეთოდებს მიმართავს, რომლითაც წლების წინ საქართველოს დაპყრობას სცდილობდა.

გამოფენა  „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიისა“ და „ანტიკორუფციული მოძრაობის“ ორგანიზებით გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში