საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს ამ წუთებში ხელვაჩაურშიც, სადაც მომავალი წლის ადგილობრივ ბიუჯეტზე და 2016 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. დღის წესრიგით გათვალისწინებულია მომდევნო წლის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიზნობრივი პროგრამებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული, სტუდენტური და ახალგაზრდული ღონისძიებების ნუსხის დამტკიცებაც. დღესვე საკრებულოს სხდომაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის დებულების დამტკიცების შესახებაც იმსჯელებენ.