ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

22 დეკემბერი 2016, 00:00 2968 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი კი 16 მილიონ 247 ათას 910 ლარით განისაზღვრა. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი საკრებულოს წევრების უმრავლესობამ დაუჭირა. ნადიმ ვარშანიძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნება. ბიუჯეტს  ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. ნაციონალური მოძრაობის წევრის, თემურ დუმბაძის განმარტებით, წარმოდგენილ პროექტში შემცირებულია მიზნობრივი ტრანსფერი და ის მუნიციპალიტეტის განვითარების ნაცვლად მიმდინარე პროექტების დაფინანსებაზეა ორიენტირებული. 

ამავე კატეგორიაში