უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებები

28 თებერვალი 2022, 15:19 1190 ნახვა

ომის მეხუთე დღე. შეწყდება თუ არა ცეცხლი უკრაინაში - ეს კონფლიქტში ჩართული მხარეების მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული.  უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკებები ამ წუთებში მიმდინარეობს. რამდენ ხანს გაგრძელდება პროცესი  ჯერჯერობით უცნობია.  შეხვედრის ზუსტი ადგილი და ხანგრძლივობა უცნობია.

უკრაინის დელეგაცია შეხვედრის ადგილას პოლონეთის გავლით ჩაფრინდა, მასში უკრაინის თავდაცვის მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი არიან. რუსეთის დელეგაციას მოლაპარაკებებზე  ხელმძღვანელობს პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი.

მოლაპარაკების მთავარი საგანი ცეცხლის შეწყვეტაა. უკრაინული მხარე ქვეყნის ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას ითხოვს.  რა პირობას აყენებს რუსული დელეგაცია, დეტალები უცნობია, მანამდე კი ოფიციალური მოსკოვი უკრაინისგან ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსზე თანხმობას და უკრაინის შეუიარაღებული ძალების მიერ იარაღის დაყრას მოითხოვდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში