უკრაინის ხელისუფლების ეს ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, რბილად ვამბობ, არის კოორდინირებული მოქმედების გამოხატულება - კობახიძე

01 მარტი 2022, 16:08 1402 ნახვა

არის ერთგვარი კოორდინირებული მცდელობა, რომ საქართველო იყოს ჩაბმული, პირდაპირი ფორმით, სამხედრო კონფლიქტში - ირაკლი კობახიძემ ამის შესახებ  ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე თქმით, ისინი ამას ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ დაუშვებენ. 

''უკრაინის ხელისუფლების ეს ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, რბილად ვამბობ, არის ამ კოორდინირებული მოქმედების გამოხატულება, ამის იქით აქ მეტს არაფერს ვიტყვი. მე ვამბობ იმდენს რამდენიც საჭიროა ქვეყნისთვის'' - თქვა ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარემ. 

კობახიძის თქმით, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს საქართველოს გარდა, არ შეერთებიან თურქეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ისრაელი, თუმცა არც ერთ ქვეყანასთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

''საქართველოში კოორდინაციის ნაწილი არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის იყო შემჩნეული ქვეყნის ღალატში, ეს არის ,,ნაცმოძრაობა'' რა თქმა უნდა.  ელჩის გაწვევის მთავარ მიზეზად სანქციები იყო დასახელებული" - ამბობს კობახიძე.

მანამდე კი კობახიძემ განაცხადა, რომ მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში ქვეყნის მიერ, სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას ნიშნავს. 

"რაც შეეხება თვითმფრინავის გაგზავნის საკითხს, მე არ ვიცი ეს დეტალები, ეს არ არის ჩემი პასუხისმგებლობა და პრეროგატივა, ასეთ საკითხებში ჩართულია უშუალოდ მთავრობა. თუ აქ საუბარია იმაზე, რომ მთავრობას უნდა გაეცა ნებართვა ომში ჩასართავი მოხალისეების გაგზავნაზე, ეს ნიშნავს საქართველოს პირდაპირ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, აქ მთავრობას, რა თქმა უნდა, უნდა მიეღო პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილება"- განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში