ნაციონალური მოძრაობის წევრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

23 დეკემბერი 2016, 00:00 3421 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის წევრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. მიშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ მწვანე კონცხთან არსებული 32 ათასი კვადრატული მეტრი აუქციონზე 30 ლარად გაიტანა. ზურაბ პატარაძე ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, პროცესი გამჭვირვალეა და  ინვესტორი, რომელიც არსებული ნაკვეთით დაინტერესდება, სამ მილიონ ლარს დააბანდებს. აქ ტურისტების მოსაზიდად საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. პატარაძე ოპენენტებს იმ დროს ახსენებს, როცა მიწის ეს ნაკვეთი წლების განმავლობაში ერთ ლარად იყო გაცემული.

ამავე კატეგორიაში