პოლიტოლოგები რეზოლუციის შესახებ

02 მარტი 2022, 20:39 971 ნახვა

რატომ გაიწვია უკრაინის პრეზიდენტმა ელჩი საქართველოდან ? პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ ვლადიმერ ზელენსკის არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს სანქციებთან და მოხალისეებთან დაკავშირებითაც. ამბობენ, რომ  გაუგებარი რჩება თვითმფრინავის საკითხიც, თუ რამდენად იყო  მოხალისეების წასაყვანად ჩარტერული რეისი ჩანიშნული და მიიჩნევენ, რომ დემონსტრაციული ფორმით მათი გამგზავრება ომში ჩართვის ალბათობას ქმნიდა. მამუკა არეშიძის თქმით, მთავრობის მეთაურის პოზიცია  სანქციებთან დაკავშირებით იყო სწორი, ვონაიდან ოკუპირებულ ქვეყანას არა აქვს სანქციების ფუფუნება, თუმცა მისი თქმით, ფორმულირება იყო მიუღებელი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ელჩი საქართველოდან გუშინ გაიწვია კონსულტაციებისთვის, რასაც საზოგოდებისა და პოლიტიკოსების  მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა, სოლიდარობასთან ერთად საპროტესტო აქცია გაიმართა პარლამენტის შენობის წინ, სადაც საქართველოს ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკეს და მთავრობის მეთაურს პოსტის დატოვებისკენ მოუწოდეს

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში