მთავრობა იძულებული გახდა, განაცხადი გაეკეთებინა ევროკავშირის წევრობაზე - ნიკა მელია

03 მარტი 2022, 01:26 624 ნახვა

„ვულოცავ ქართველ ხალხს, ვისმა ბრძოლამაც შედეგი გამოიღო“, — ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია „ქართული ოცნების“ გაცხადებულ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის დაუყოვნებლივ შეტანის თაობაზე.

მელიას აზრით, ხელისუფლება „იძულებული გახდა“ ეს გადაწყვეტილება მიეღო.

მისი თქმით, საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ "ქართული ოცნების" ადგილი არ არის ხელისუფლებაში.

„ვულოცავ ქართველ ხალხს, მისმა ბრძოლამ, შემართებამ და თავისუფლების წყურვილმა შედეგი გამოიღო. საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა განაცხადი გაეკეთებინა ევროკავშირის წევრობაზე, თანაც დაჩქარებული წესით.

მინდა მივმართო დასავლურ სამყაროს, პრეზიდენტ ზელენსკის, ჩვენ შეიძლება არ გვყავს ღირსეული მთავრობა, მაგრამ ვართ ღირსეული, მებრძოლი ერი. ჩვენი მთავრობა არ იმსახურებს თქვენს ლოიალურ დამოკიდებულებას, მაგრამ ჩვენ, ქართველი ხალხი ვიმსახურებთ ამას. ამიტომ, ვთხოვთ სრულიად ევროპას, მიიღოთ ეს განაცხადი, საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ „ქართული ოცნების“ ადგილი არ არის ხელისუფლებაში”, - განაცხადა ნიკა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში