შუალედური არჩევნები - კანდიდატების წარდგენის ვადა იწურება

03 მარტი 2022, 11:47 883 ნახვა

შუალედურ არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვე რჩება. ბათუმის ოლქში ამ დრომდე ორი კანდიდატის განაცხადია შესული.

„ქართული ოცნების“ კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძეა, „ ნაციონალური მოძრაობის“ მათე ფუტკარაძე. რამაზ ჯინჭარაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, მათე ფუტკარაძე კი საკრებულოს არჩეული და გარდაცვლილი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის შვილია.

ორივე კანდიდატი პარტიებმა მოსახლეობას უკვე წარუდგინა და საარჩევნო კამპანიაც გამართეს. მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაციის ვადა ხვალ იწურება.

ხვალვე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს განაცხადებისა და გასაუბრების საფუძველზე აირჩევენ. 2 აპრილს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში და გარდაბნის რამდენიმე უბანზე აირჩევენ, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში