ზაპოროჟეის ელექტროსადგურთან დაკავშირებით ჯონსონი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მოითხოვს

04 მარტი 2022, 09:44 874 ნახვა

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განვითარებული მოვლენების გამო გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მოითხოვს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით იგი მომხდართან დაკავშირებით უკვე ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს.

"ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან განიხილა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი და განაცხადა, რომ აპირებს ინციდენტთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას,'' - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის პრესსამსახურმა განაცხადა.

მათივე განმარტებით,ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავდასხმა ატომურ სადგურზე.

დღეს დილით ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან რუსებმა ცეცხლი გახსნეს და ხანძარი გაჩნდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში