თუ ატომური ელექტროსადგური აფეთქდება, შედეგები ჩერნობილზე 10-ჯერ უარესი იქნება - კულება

04 მარტი 2022, 10:17 822 ნახვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსი დამპყრობლებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველა მხრიდან დაბომბეს.

კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ  სადგური აფეთქდება, შედეგები ჩერნობილზე 10-ჯერ უარესი იქნება.

"რუსული არმია ყველა მხრიდან ისვრის ზაპორიჟჟიას, ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურს. ხანძარი უკვე გაჩნდა. თუ ააფეთქეს, ჩერნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება! რუსებმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი, დაუშვან მეხანძრეები, შექმნან უსაფრთხოების ზონა"- წერს დიმიტრი კულებამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში