მარტის თოვლი მაღალმთიან აჭარაში 

04 მარტი 2022, 10:39 2078 ნახვა

ხულოში გათოვდა. მაღალი ზონის სოფლებში 30 სმ-მდე თოვლმა  გადაადგილების  პრობლემა უკვე შექმნა.

ამ დროისთვის  გზები ერთდროულად რამდენიმე სოფელში იწმინდება, მათ შორის,  რიყეთში, დიოკნისში, დიდაჭარასა და  ღორჯომში. 

თოვს შუახევშიც. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა მაღალი ზონის სოფლებში ცენტრთან დამაკავშირებელ გზებს  უკვე წმენდს. 

დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც დენი არ მიეწოდება დაბა შუახევს.

თოვლმა  პრობლემები შექმნა ქედაშიც. შუქი გაეთიშა  მერისის თემს, დენის მიეწოდება შეუწყდა ასევე  ხულოში დიდაჭარას და ყინჩაურს.

როგორც ენერგოპროჯორჯიაში აცხადებენ, დაზიანებული სადენების აღდგენაზე  ტექნიკური ჯგუფები უკვე მუშაობენ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში