ბიურომ 5 მარტს პრეზიდენტის პარლამენტში მოსმენას მხარი არ დაუჭირა

04 მარტი 2022, 14:43 1100 ნახვა

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 5 მარტს პრეზიდენტის პარლამენტში მოსმენას მხარი არ დაუჭირა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს აცნობა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, პარლამენტში წლიური მოხსენებით 2022 წლის 5 მარტს წარსდგეს.

''ქართული ოცნების'' წარმომადგენლები სთავაზობენ მოსმენა მომავალი სასესიო კვირის პირველივე სხდომაზე გაიმართოს. ასეთი სხდომა კი 15 მარტს ჩატარდება.

''საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, გათვალისწინებულია, რომ ეს ხდება თებერვლის პირველივე პლენარულ სხდომაზე; თუმცა ზოგადად, თარიღი გახლავთ პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის კონსულტაციის შედეგად შესათანხმებელი საკითხი. ვინაიდან თარიღი არ არის ჩაწერილი, თავისთავად, ეს გახლავთ, ასე ვთქვათ, შთანხმების პოლიტიკური პროცესი. პრეზიდენტის სურვილი იყო 5 მარტი, რასაც ბიურომ მხარი არ დაუჭირა.  პირველი სხდომა არის 15 მარტი და როგორც ვხვდები, ეს არის შეთავაზება. შესაბამისად, კარგი იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციის მოსმენა და ზოგადად, კონსულტაციის გამართვა ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში