კულება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების განხილვას საქართველოსა და მოლდოვასგან დამოუკიდებლად მოითხოვს

06 მარტი 2022, 14:27 1178 ნახვა

უკრაინა  ევროკავშირში დროულად და შეუფერხებლად ინტეგრაციას ითხოვს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს მიაჩნია, რომ უკრაინის განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე საქართველოსა და მოლდოვას განაცხადებისგან ცალკე უნდა განიხილებოდეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ დმიტრო კულებამ ონლაინ ბრიფინგისას ისაუბრა.

„ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენი ძველი პარტნიორების, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ ჩემი დიდი პატივისცემით, უკრაინის შემთხვევა აბსოლუტურად გამონაკლისია. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ უკრაინის საკითხი განიხილებოდეს დამოუკიდებლად, რაც შეიძლება მალე“, – აღნიშნა კულებამ.

ზვიად სირაბიძე
ავტორი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში