საკონსტიტუციო კომისიაში 4 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

24 დეკემბერი 2016, 00:00 3077 ნახვა

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  იმედოვნებს,  რომ  გიორგი მარგველაშვილი გადაწყვეტილებას შეცვლის და  საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობით  გაგრძელდება.  საკონსტიტუციო კომისიის მნიშვნელობაზე  ისაუბრა მიმართვისას თამარ ჩუგოშვილმაც.  იგი  დარწმუნებულია, რომ ახალი შემადგენლობა წინა კომისიისგან განსხვავებით იქნება ბევრად უფრო ეფექტური და კონსტიტუციის საბოლოო რედაქცია საპარლამენტო  არჩევნების შემდეგ  არ გახდება კრიტიკის საგანი.  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ახალი შემადგენლობა დღეს პირველად შეიკრიბა.       უმრავლესობას კომისიაში  23 წევრი  ჰყავს, 8 - ნაციონალურ მოძრაობას, 2 - პატრიოტთა ალიანსს, თითო-თითო კი ლეიბორისტებს, თავისუფალ -დემოკრატებს და დემოკრატიულ მოძრაობას. საკონსტიტუციო ცვლილებების მზადების პროცესში    აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტებიც მონაწილეობენ.     

ამავე კატეგორიაში