ის რაც უკრაინაში ხდება კატეგორიულად მიუღებელია, ჩვენ ყველანი ვლოცულობთ, რომ მალე დასრულდეს ომი - პრემიერი 

07 მარტი 2022, 11:16 1138 ნახვა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო მხარს უჭერს და სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. მისი თქმით, უკრაინული ქალაქების დასახმარებლად  140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა და ეს პროცესი გაგრძელდება. 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  ომი მიუღებელია და მის შესაჩერებლად საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს. 

''პირველ რიგში მინდა დავიწყო სოლიდარობით. მთავრობის სახელით მინდა გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. ძალიან მძიმე საყურებელია ის, რაც ხდება უკრაინაში. 

ჩვენ ყველა საერთაშორისო დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას. მხარი დავუჭირეთ პოლიტიკურად და ჩვენ ამას გავაგრძლებთ.

ჩვენი საელჩო მაქსიმუმს აკეთებს, ელჩი ბოლო დღემდე რჩებოდა და ახლაც უკრაინაშია. კიევიდან გადასულია სხვა ქალაქში. ამ პროცესს ბოლომდე გავაკონტროლებთ, იმისათვის, რომ არც ერთი ჩვენი თანამოქალაქე, არ დარჩეს  ყურადღების მიღმა. 

ჩვენთვის, ყველასთვის ომი კატეგორიულად მიუღებელია. ის რაც უკრაინაში ხდება კატეგორიულად მიუღებელია, ჩვენ ყველანი ვლოცულობთ, რომ მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. ის ტრაგედია რაც ხდება მალე დასრულდეს. ადამიანები უღუპებიან და ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი.

იმედია გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს, იმისათვის, რომ ეს ომი მალე დასრულდეს'' - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში