ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტი ბიუროს წარედგინება

07 მარტი 2022, 11:02 706 ნახვა

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინება.

13 პუნქტისგან შემდგარ დოკუმენტში ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.

პროექტის ინიციატორები არიან "ქართული ოცნების" დეპუტატები: მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, ნიკოლოზ სამხარაძე, თამარ ტალიაშვილი, გივი მიქანაძე, მარიამ ლაშხი, ირაკლი კობახიძე, სოზარ სუბარი და მამუკა მდინარაძე.

საპარლამენტო ოპოზიციას მიაჩნია, რომ ახლა რეზოლუციის შემუშავება ფორმალობაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში