მთავრობის სხდომა

07 მარტი 2022, 11:53 1009 ნახვა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერას გააგრძელებს, ასევე, გაგრძელდება უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის პროცესიც.

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, ყველასთვის კატეგორიულად მიუღებელია.

ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ვინაიდან საქართველოს არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა წამლის ლაბორატორიის შექმნაზეც ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში წარმოებულ და იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხს შეამოწმებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში